შეხვედრა წყალტუბოში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო წარმატებით აგრძელებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის რეფორმას.

მიუხედავად იმისა რომ ზამთარია და რიგ მუნიციპალიტეტებში გართულებულია საველე საამზომველო სამუშაოები, ამზომველების ტემპი არის მაღალი და ყოველდღიურად იზომება 2015-2017 მიწის ნაკვეთი.

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ სისტემური რეგისტრაციის როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური ნიუანსები, დავგეგმეთ სამუშაოების რიგითობა, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.

წინასწარ მოხდება როგორც მოსახლეობის, ისე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმირება, თუ როდის დაიწყება სამუშაოები და უზრუნველყოფილი იქნება ყველა მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აზომვა და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.“- აღნიშნა დავით დევიძემ.

საინფორმაციო შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალტეტის მერი, მოადგილეებთან, საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 776 297 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 603 110 მიწის ნაკვეთზე.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule